სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, – ბიძინა ივანიშვილის, დაბადების დღის მისალოცი განცხადება ვრცელდება.
“დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის შესაფასებლად მხოლოდ ის ფაქტიც კმარა, რომ საქართველოს ჩამოაშორა ყველაზე სისხლისმღვრელი, მწამებელი და არაადამიანური სისტემა, რაც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს, რის გამოც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა, რაც რა თქმა უნდა არის ფასდაუდებელ ქველმოქმედება საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის. დღეს, როდესაც სამყარო შეპყრობილია უმადურობით და ფლიდობით, განსაკუთრებულად ფასობენ ის იშვიათი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველაფერი გაიღონ, ამიტომ გვინდა ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მივულოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვოთ მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.
ბიძინა ივანიშვილის გაწეული ღვაწლით მომავალი თაობებიც იამაყებენ და დააფასებენ მას როგორც სამშობლოს უდიდეს მოამაგეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ საქართველოსთვის უმძიმეს წლებში გაწეული დახმარება, როგორებიცაა პოლიციისა თუ ჯარის ეკიპირება, ყაზარმების და ბაზების აშენება და რეაბილიტაცია, ინვენტარის შეძენა და მათთვის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ისტორიული სამების აშენება, დანგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია, ქართული უნივერსიტეტების, სკოლების რეაბილიტაცია, მეგაპროექტის, ქუთაისის უნივერსიტეტის აშენება, დენდროლოგიური პარკის აშენება, სპორტში, რაგბის განვითარებაში გაწეული უდიდესი წვლილი და მრავალი სხვა კეთილი საქმე რომელიც ჯამში საკუთარი ქვეყნისთვის დახარჯულ 3 მილიარდ დოლარზე მეტს მოითვლის და დღესაც გრძელდება.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ბიძინას იუბილეს!”