„პრორუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლება სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით, ცეცხლი კვლავ გახსნეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანამდე საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი და სარკინიგზო სადგური დაზიანდა.