„2009 წელს ჩანს უამრავი გაფორმებული მიწა კეზერაშვილის ოჯახის წევრების სახელზე. ამასობაში, პარალელურად ხდება ქონებების წართმევა, რომელშიც კეზერაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„ნავთობგასამართი სადგურებისა და ნავთობის ბიზნესის თემაში თვითონ აგვარებდა საკითხებს - მონოპოლიას ქმნიდა. „პიქსელის“ შენობაში იბარებდა ადამიანებს და ემუქრებოდა, ასე მოახერხა გაზგასამართი სადგურების ხელში ჩაგდებაც. „გალფი“ საბოლოო ჯამში ასე ჩამოაყალიბა. გაზგასამართი სადგურების ხელში ჩაგდება მუქარით მოახერხა. ეს ბიზნესი 200 მილიონად იყო შეფასებული, დაიბარა წარმომადგენლები, უთხრა დაგიჭერთ, 25 წელს მიგისჯითო, ისინი იძულებული გახდნენ, 200-მილიონიანი ქონება 6-მილიონად გაეყიდათ. მეორე დღეს ისინი დაიჭირეს და ის 6 მილიონიც, გამოსახსნელად უკან მოატანინეს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.