logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: იმ მადლიერი ხალხის სახელითაც გილოცავთ, ვისთვისაც უმადურობა დიდი ცოდვაა
- +

18 თებერვალი. 2022. 11:44

 

 

„ბატონო ბიძინა! იმ მადლიერი ხალხის სახელითაც გილოცავთ, ვისთვისაც უმადურობა დიდი ცოდვაა და ვინც კარგად იცის, რომ 10 წლის წინ ფაშიზმის დამარცხებამ თითოეული მათგანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა განაპირობა“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

იგი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ბიძინა!

 

წელს ქართულ ფაშიზმზე გამარჯვების 10 წლისთავია! უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გამარჯვებაში თქვენი წვლილის უდიდეს მნიშვნელობას დამარცხებულები უფრო ხედავენ, ვიდრე გამარჯვებულები, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, უბრალოდ, უმადური აღმოჩნდა.

 

დამარცხებულების მხრიდან პირადად თქვენს მიმართ უკიდეგანო ბოღმის ნთხევაში და უსასოო კბილების ღრჭიალში ყველაზე კარგად ჩანს გამარჯვებაში შეტანილი თქვენი ლომის წილი!

 

ბატონო ბიძინა! იმ მადლიერი ხალხის სახელითაც გილოცავთ, ვისთვისაც უმადურობა დიდი ცოდვაა და ვინც კარგად იცის, რომ 10 წლის წინ ფაშიზმის დამარცხებამ თითოეული მათგანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა განაპირობა!“ - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner