logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე კეზერაშვილზე: „ვიკილიქსი“, ინგლისურენოვანი, შვედური, გერმანული პრესა ამდენი წელიწადია ამ ადამიანზე წერს, ჯერ იარაღით ვაჭრობაზე იყო ლაპარაკი, ახლა - ქოლ-ცენტრებზე
- +

18 თებერვალი. 2022. 11:45

 

 

„ვიკილიქსი“, ინგლისურენოვანი პრესა, შვედური, გერმანული პრესა ამდენი წელიწადია ამ ადამიანის ქმედებებზე წერს. ჯერ იარაღით ვაჭრობაზე იყო ლაპარაკი, ახლა - ამ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დიდი საერთაშორისო, პოლიტიკური თუ კრიმინალური მხარდაჭერის გარეშე კეზერაშვილი ამხელა სივრცეს ვერ მოიცავდა.

 

„ტეფტის მოხსენებაც იცით ალბათ და მეტი ვინღა უნდა თქვას კეზერაშვილის თაობაზე, რომ რამე სერიოზული ნაბიჯები იყოს გადადგმული. გახსოვთ ალბათ, საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა, მაგრამ იმის გამო, რომ აქედან არ ჩავიდა შესაბამისი საბუთები, ის გაანთავისუფლეს. ალბანეთში სათამაშო ბიზნესი იქნება, თუ სხვა იქაური „გალფის“ სადგურები, კეზერაშვილის ხელშია. დიდი საერთაშორისო, პოლიტიკური თუ კრიმინალური მხარდაჭერის გარეშე ეს ადამიანი ამხელა სივრცეს ვერ მოიცავდა, ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. პრაქტიკულად, სადაც მივდივართ ვაწყდებით მის არალეგალურ ბიზნესს. საერთოდ ასეა, როდესაც მოპარული ფული გააქვთ ქვეყნიდან, ცდილობენ, ლეგალურ ბიზნესში დააბინაონ და ასე ვთქვათ, გაათეთრონ. აქ რაღაც უცნაურად ხდება. სეიშელის კუნძულები, კვიპროსი თუ ვირჯინია ეს არის ოფშორები, სადაც ფირმების სახელები ფიგურირებს, რაც კეზერაშვილთან ასოცირდება. ეს ფულები ირეცხება, მიდის-მოდის და გამოდის, რომ მთელი მისი ბიზნესი, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, ყველა არის კრიმინალური. რატომ ხდება ეს ასე, ჩემთვის რთული სათქმელია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner