logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ქოლ-ცენტრები ისეთი თემაა, რომელიც ასე მარტივად არ ჩაივლის. კეზერაშვილი ამას კარგად ხვდება
- +

18 თებერვალი. 2022. 12:01

 

 

მამუკა არეშიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს გამოეხმაურა. პოლიტოლოგი საქმესთან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კავშირზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს თემა მარტივად არ ჩაივლის.

 

„კეზერაშვილი უჭკუო ბიჭი ნამდვილად არ ყოფილა. რაღაც მოხდა ისეთი, რამაც აიძულა გადაედგა ნაბიჯები, რომლებიც ამ ტიპის სკანდალს გამოიწვევდა. ქოლ-ცენტრები ისეთი თემაა, რომელიც ასე მარტივად არ ჩაივლის. კეზერაშვილი ამას კარგად ხვდება. თბილისშიც ყოფილა გახსნილი ეს ქოლ-ცენტრები და ერევანში გადაუტანიათ სასწრაფოდ. მაგრამ ერევანშიც იგივე მოხდება აუცილებლად, თუ მას არ ჰყავს ძალიან ძლიერი მფარველი ან დამკვეთი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კეზერაშვილის უკან კიდევ ვიღაც დგას - უფრო სერიოზული, ძლიერი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ“, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner