logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ვიკილიქსის“ მასალებიდან მყარდება ეჭვი, რომ კეზერაშვილსა და თემურ ალასანიას შორის იარაღის თემაზე გარკვეული კონტაქტები იყო
- +

18 თებერვალი. 2022. 12:02

 

 

„ომის შემდეგ კეზერაშვილმა მოიცალა იმისთვის, რომ ჩამოართვა პატრონს ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ეს არის 2008 წლის სექტემბერი. დაიბარეს, ხელი მოაწერეს, ყველაფერი. მეორე დღეს ამ ქარხნის ანგარიშზე ერევნის რკინიგზიდან გადმორიცხული 60 მილიონი დაჯდა, რომელიც იმავე საღამოს გაქრა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, კეზერაშვილი არ იყო ისეთი ფიგურა, რომ ასეთ მოკლე დროში გაეკეთებინა ამხელა ბიზნესი.

 

„შევხედოთ რეალურად ვინ იყო კეზერაშვილი? მიუხედავად თავისი კავშირებისა ისრაელში, ის არ იყო ისეთი ფიგურა, რომ 2-3 დღეში, ასე დავარქვათ, გაეკეთებინა ამხელა ბიზნესი, რომ არ ჰყოლოდა ძალიან სერიოზული მფარველი. ეს მფარველობა სააკაშვილის მხრიდან საკმარისი არ იქნებოდა და ამიტომ გაჩნდა ეჭვი ალასანიაზე, მაგრამ ეს ეჭვი მერე გამყარდა „ვიკილიქსის“ მიერ. იქ ჩანს, რომ გარკვეული კონტაქტები იყო ამ ადამიანებს შორის. ომის შემდეგ კეზერაშვილმა მოიცალა იმისთვის, რომ ჩამოართვა პატრონს ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ეს არის 2008 წლის სექტემბერი. დაიბარეს, ხელი მოაწერეს, ყველაფერი. მეორე დღეს ამ ქარხნის ანგარიშზე ერევნის რკინიგზიდან გადმორიცხული 60 მილიონი დაჯდა, რომელიც იმავე საღამოს გაქრა. ძალიან სერიოზული ეჭვია, რომ ეს არის იარაღის ფული. ერევნის რკინიგზა იმ მომენტში რუსეთს ეკუთვნოდა. მისი ხელმძღვანელობა რუსების გარეშე ვერაფერს გააკეთებდა. ამ გადმორიცხვიდან მეორე თუ მესამე დღეს ეს პირები რუსეთში გადაიყვანეს სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, ირიბად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული კვალი ჩანდა, მაგრამ ამის მტკიცებულება, ამ ერთი ეპიზოდის გარდა არ მაქვს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner