logo_geo
eng_logo
მამუკა ჩარკვიანი: პირადად მე ბიძინა ივანიშვილს ვუჭერ მხარს... მისი მჯერა!
- +

5 აგვისტო. 2016. 16:50


მომღერალი მამუკა ჩარკვიანი ოპერაციის შემდგომ თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესს სახლში გადის.  მომღერალი, „ასავალ-დასავალს"  მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, იგი მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერს.


„ჩემს ხმას ბიძინა ივანიშვილს ვაძლევ!  „ოცნებისტი" არ ვარ, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა! ამ ადამიანს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე, რომ ბევრი ვერ დაიტრაბახებს. ეჭვიც არ მეპარება, ხალხს იმედებს არ გაუცრუებს და დაწყებულ საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს!

 

ბიძინა ივანიშვილს მხარს იმიტომ არ ვუჭერ, რომ დამეხმარა ან მომავალში ვითხოვ მისგან დახმარებას. ამ ადამიანის წყალობით ქვეყანამ დიდ უბედურებას დააღწია თავი. სამების ასაშენებლად უამრავი თანხა რომ გაიღო, მაშინ კარგი იყო და დღეს რადგან „ოცნებასთანაა" დაკავშირებული, მისაღები აღარ არის?! როგორ ფიქრობთ, რისთვის მოვიდა პოლიტიკაში? რატომ აიტკია აუტკივარი თავი, საჭმელი აკლდა, სასმელი თუ სახლ-კარი არ ჰქონდა?! მას ერთადერთი ამბიცია აქვს - თავისი ხალხი წელში გამართული იყოს. უბრალოდ, ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდით.

 

პირადად მე ბიძინა ივანიშვილს ვუჭერ მხარს. მისი მჯერა! „ქართული ოცნება" რომ ხელისუფლებაში მოვა, ამაში ეჭვი არ მეპარება",- განაცხადა ჩარკვიანმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner