„ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ივანიშვილების ოჯახს! ღმერთი შეუწირავს და ასმაგი მადლით დაუბრუნებს ბიძინა ივანიშვილის მომავალ თაობებს საქართველოსადმი გაწეულ ასეთ უდიდეს სამსახურს!“ - ამ სიტყვებით ულოცავს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იუბილეს ბიძინა ივანიშვილს.
„დღეს ბიძინა ივანიშვილს 66 წელი შეუსრულდა. უპრეცედენტო, უანგარო მრავალდარგოვანი მეცენატობის გარდა, ამ ადამიანმა, უწინარესად, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ფასად, ჩამოგვაშორა ის ურჩხული, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. დიდი მადლიერი ვარ მისი, ისევე როგორც საღად მოაზროვნე საქართველოს დიდი ნაწილი. ვულოცავ მას იუბილეს! ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ივანიშვილების ოჯახს! ღმერთი შეუწირავს და ასმაგი მადლით დაუბრუნებს ბიძინა ივანიშვილის მომავალ თაობებს საქართველოსადმი გაწეულ ასეთ უდიდეს სამსახურს!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.