logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არ ვზომავ იმ საქმეებს, რაც იმ კაცმა თავის სამშობლოს გაუკეთა, ვზომავ სიყვარულით და იმ უანგარობით, რაც დიდ სიყვარულს თან ახლავს
- +

18 თებერვალი. 2022. 13:19

 

 

„ყველაზე საშინელი თვისება უმადურობაა. ხშირად მესმის ირონიულად ნათქვამი ფრაზა „მიშა მოგვაცილაო“. დიახ, მოგვაცილა. თუ არ გჯერათ, დაგუგლეთ, სად არის ახლა და ნახავთ“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს.

 

„დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ჩემ შვილებს სამების ტაძარში სანთლები აქვთ დანთებული. წელს დენდროპარკში წავიყვან აუცილებლად და თუ სკოლაში კარგად ისწავლეს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარებენ. ყველაზე საშინელი თვისება უმადურობაა. ხშირად მესმის ირონიულად ნათქვამი ფრაზა „მიშა მოგვაცილაო“. დიახ, მოგვაცილა. თუ არ გჯერათ, დაგუგლეთ, სად არის ახლა და ნახავთ. ჩართეთ ტელევიზორები ე.წ. კრიტიკულ არხებზე და ნახავთ. ჰოდა, ცოტა ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ. არ ვზომავ იმ საქმეებს, რაც იმ კაცმა თავის სამშობლოს გაუკეთა იმ ფულით, რაც უამრავი სიკეთის გაკეთებაში გადაიხადა. ვზომავ სიყვარულით და იმ უანგარობით, რაც დიდ სიყვარულს თან ახლავს. პირადად არ ვიცნობ. ერთხელ მყავს ნანახი და ვულოცავ. გულით ვულოცავ და იმ ბედნიერებას ვუსურვებ, რომელიც ასეთ ადამიანს ეკუთვნის“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner