logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გახარია და მისი პარტია უცნაურ თამაშს თამაშობს, რომელიც სამწუხაროდ ღალატზე, ფლიდობაზე და მანიპულაციებზეა დაყრდნობილი
- +

18 თებერვალი. 2022. 13:24

 

 

„ისე, რა „სიმბოლურია“, გახარია გადადგა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, რომელმაც საქართველოში „კაცად“ აქცია, ისე, სწორედ ასე იციან ასეთებმა ღალატი, სხვანაირად არც შეუძლიათ, იმიტომ რომ ასე იციან!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

მისი თქმით, გახარია უცნაურ თამაშს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ ველზე.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერი გახლდათ, მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს! გადადგეს იმის გამო, არ დაეკავებინათ ნიკანორ მელია, რითაც თითქოს და არეულობას აარიდა ქვეყანას - არადა სულ რაღაც ერთ წელიწადში სწორედ „ნაცებთან“ ალიანსში დაფიქსირდა მისი პარტია.

 

„აგერ უკვე ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში კიდევ ერთი, უცნაური და ანომალიური ფაქტი დაფიქსირდა. პოლიტოლოგებს, ზოგადად პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ პირებს მასალა არ გველევა, უბრალოდ იმდენად სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება მოვლენები, ერთი კარგი სახელმძღვანელოს შექმნას ვერ ვასწრებთ, თუმც ერთი კი ცხადზე ცხადია - თავში ან ქვეთავში, რომელსაც პირობითად ერქმევა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, საპატიო ადგილს ბატონი გიორგი გახარიაც დაიკავებს. ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერი გახლდათ, მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს! გადადგეს იმის გამო არ დაეკავებინათ ნიკანორ მელია, რითაც თითქოს და არეულობას აარიდა ქვეყანას - არადა, სულ რაღაც ერთ წელიწადში სწორედ ნაცებთან ალიანსში დაფიქსირდა მისი პარტია. „ნაცებს“ შეეკრა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ოცნებას“ წაართვა უმრავლესობა. დაგამთავრებთო, ეუბნებოდა „ნაცებს“, და სულ მალე „შემთხვევით“ გახარია და სააკაშვილი ერთსა და იმავე სასტუმროში აღმოჩნდნენ ამერიკაში.

 

კახი კალაძეს არ შევხვედრივარო და არც მერად არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურასო, და კანდიდატურაც დააყენა, 9% პროცენტიც ჩამოაკლო „ოცნების“ კანდიდატს, აქაც ნაცების სცენარით ითამაშა და მეორე ტურის აუცილებლობის წინაშე დააყენა დედაქალაქის მერის არჩევნები, თუმცა, მეორე ტურში პირწმინდად წააგეს კახი კალაძესთან. დღეს გახარია და მისი პარტია უცნაურ თამაშს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ ველზე, რომელიც სამწუხაროდ, ღალატზე, ფლიდობაზე და მანიპულაციებზეა დაყრდნობილი, მთავარი კი ისაა, რომ ნაცებთან კურკური და ჩახუტება არც მის პოლიტიკურ კრედოს წაადგება (თუ აქვს საერთოდ ასეთი!) და არც ქვეყნის პოლიტიკას! ისე, რა „სიმბოლურია“, გახარია გადადგა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, რომელმაც საქართველოში „კაცად“ აქცია, ისე, სწორედ ასე იციან ასეთებმა ღალატი, სხვანაირად არც შეუძლიათ, იმიტომ რომ ასე იციან!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner