„რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როცა მის მიმართ მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, - ამის შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, შესაძლოა არჩევნებისთვის პარტიები რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ელექტორატი არ შეთანხმდეს.
„საკითხავია, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ფრთა უჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული პოზიციების მქონე ორი ფრთა არსებობს. გარდა ამისა, შეიძლება პარტიები რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ელექტორატი არ შეთანხმდეს - „ლელოს“ მხარდამჭერები ბუნებრივად არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პირიქით. ფორმულა, რომ რამდენიმე პარტია ერთ კანდიდატზე შეთანხმდეს, არჩევნების შედეგებზე პირდაპირ არ აისახება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.