logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ბიძინა, გაძლება და შეძლება მოგცეთ უფალმა!
- +

18 თებერვალი. 2022. 15:08

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„ეს ადამიანი მრავალმხრივ მაოცებს!

 

ჯერ იმით მაოცებს, რომ ამდენი გააკეთა, კიდევ აკეთებს, მომავალშიც გააკეთებს და ამ გაკეთებულზე არასდროს ლაპარაკობს. ბევრი მის ადგილზე ტვინს წაგვაჭამდა, დავით აღმაშენებელი ვარ, სასწრაფოდ ძეგლი დამიდგითო.

 

შემდეგ იმით მაოცებს, რომ მის გარშემო ბევრმა უმადურმა იტრიალა, ალბათ ბევრი კიდევ ტრიალებს, მაგრამ არ იბოღმება, ხმას არ იღებს, ვითომც არაფერი. 

 

ხშირად მიფიქრია, მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი და ამდენი უმადური მყოლოდა, როგორ მოვიქცეოდი?

 

ალბათ ყველას სათითაოდ ჩამოვუვლიდი, თითო სილას გავაწნავდი და რაც კი რამ მექნებოდა მიცემული, წავართმევდი.

 

აი, არ ვიცი... შეიძლება არც წავართმევდი, არც სილას გავაწნავდი, მაგრამ ამდენს მაინც ვერ მოვითმენდი.

 

ერთხელ მითხრა, რა ვქნა, რაცა ვართ, ესა ვართ, ერთმანეთს უნდა მოვუთმინოთ, ერთმანეთი უნდა აღვზარდოთ, ის გაქსუებულებიც ჩვენები არიან, უნდა მოვაქციოთო.

 

მას ხშირად ისეთი იდეები აწუხებს, ახდენა რომ არ უწერია - ამ ქვეყანაში ზოგიერთისა არც აღზრდა ხერხდება, არც მოქცევა, არც ადამიანად ქცევა, ირგვლივ უმადურებისა და თაღლითების დოღია.

 

თუმცა!

მადლობა უფალს, ამ ქვეყანაში მადლიერებიც არიან და წესიერებიც.

 

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ბიძინა, ჯანმრთელობას გისურვებთ, გაძლება და შეძლება მოგცეთ უფალმა.

 

რაც შეეხება უმადურთა მოდგმას, თქვენ იცით, როგორც უნდა მოიქცეთ... ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.

 

დალოცვილი იყავით ოჯახთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner