logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რას უკავშირდებოდა გახარიას კანდიდატობა მერის არჩევნებში - ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის
- +

18 თებერვალი. 2022. 15:12

 

 

„ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული დღე- თქვენ გახსოვთ გიორგი გახარიას გადადგომა, სიხარული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, თუმცა გახსოვთ ისიც, რომ ეს სიხარული მალე შეიცვალა, როდესაც გუნდა აჩვენა ერთიანობა - ჩვენ დავასახელეთ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატად და იმავე დღეს განვაცხადეთ, რომ როგორც კი მთავარობა დამტკიცდებოდა, მაშინვე აღსრულდებოდა კანონი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ პრინციპულობა აჩვენა და დაძლია სერიოზული პრობლემა, რომელიც მათ შორის უკავშირდებოდა გუნდის ღალატს ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან.

 

„გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი გამოვედით ამ ურთულესი პროცესებიდან. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რას უკავშირდებოდა გახარიას კანდიდატობა მერის არჩევნებში. ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის. მან წინასწარ იცოდა, რომ ორნიშნა შედეგსაც ვერ მიიღებდა, მისი მიზანი იყო ნიკა მელიას როგორმე მეორე ტურში გადაყვანა და ეს სამწუხაროდ მოახერხა, თუმცა მან ვერ შეასრულა მთავარი დავალება, ეს დავალება იყო, რომ მას „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოეცილებინა 43%-იან ნიშნულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner