„ქოლ-ცენტრები“ უკავშირდება კონკრეტულ პირს, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ქოლ-ცენტებთან“ დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი, დაწყებულია გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ, გაგვიყვანს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ამასთან დაკავშირებით იმედია, მეტი დეტალი ძალიან მალე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება დეტალებს, ვინ იდგა „ქოლ-ცენტრების“ უკან, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაქვს, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს და ეს ინფორმაცია არის საკმაოდ საფუძვლიანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ქოლ-ცენტრები“ უკავშირდება კონკრეტულ პირს, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს საბოლოოდ ყველაფერი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი“, - აცხადებს კობახიძე.