პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ბიზნესმენსა და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკური ქველმოქმედებაა ამ ქვეყნისთვის.
„დაბადების დღეს ვულოცავ უმაგრეს ადამიანს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედებაა ამ ქვეყნისთვის“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.