logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: დღეს დიდი მეცენატისა და დიდი ქართველის დაბადების დღეა!
- +

18 თებერვალი. 2022. 15:16

 

 

კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს დიდი მეცენატისა და დიდი ქართველის დაბადების დღეა!

 

მადლობას გიხდით, ჩემო ბიძინა, იმ ღვაწლისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის წინაშე მიგიძღვით! გისურვებთ დღეგრძელობას და განსაკუთრებულ გამძლეობას, გისურვებთ, თქვენთვის ჩვეული სიმშვიდითა და შემწყნარებლობით შეხვდეთ სრულიად დაუმსახურებელ ბრალდებებს, დაუნახაობით დაბრმავებულ სულმოკლეთა დაუსრულებელ გამოხდომებს, თქვენს ქველმოქმედებას, ნიჭსა და დიდ საქმეებს ამოფარებულთა მხრიდან ღალატს, მზად რომ არიან 30 ვერცხლად გაყიდონ ადამიანობა!

 

თქვენ ღირსეულად განერიდეთ უსამართლობას, დატოვეთ პოლიტიკური ასპარეზი და მიუხედავად თქვენს მიმართ აგორებული გაუგონარი უმადურობისა, აგრძელებთ საქვეყნო საქმეების კეთებას, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას, საქართველოს აყვავებას... დიახ, „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს!“

 

მრავალჟამიერ, თქვენს დიდებულ ოჯახთან ერთად, მრავალჟამიერ ჩვენი ქვეყნის უშურველ სიყვარულში“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner