logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს - პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს
- +

18 თებერვალი. 2022. 15:18

 

 

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება ამის მიხედვით უნდა მივიღოთ. პირველი: ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, იქნება უმძიმესი პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს, არ იქნას დაშვებული და ზიანი არ მიადგეს ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს. ეს არის ერთი და ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, ამ პრინციპებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner