logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ქუთაისში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა
- +

18 თებერვალი. 2022. 15:29

 

 

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად პარტიის ქუთაისისა და იმერეთის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება და მისი როლი და მნიშვნელობა იყო.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურებისთვის.

 

„ჩვენ იმერეთის წარმომადგენელ ქალ წევრებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვესახება ქალთა ორგანიზაციის მუშაობა. გავაცანით საორგანიზაციო საკითხები, გეგმები, მიზნები და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. უახლოეს მომავალში დაფუძნდება ქალთა ორგანიზაცია, ჩატარდება ეროვნული კონფერენცია, რის შემდეგაც გაიმართება რეგიონული კონფერენციები და გადავალთ აქტიურ სამუშაო რეჟიმზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner