logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში, ეს „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს
- +

18 თებერვალი. 2022. 15:40

 

 

„როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის და რეალურად მათ შორის ზღვარიც წაშლილია.

 

„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სამწუხაროდ, ღირსების შეგნება, იგივე გამოჩნდა იმ კოალიციების მაგალითზე, რომლებიც გაფორმდა ოთხ მუნიციპალიტეტში. ერთი პარტია მეორის ლიდერს უწოდებდა თვალთხარიას, მეორე პირველს უწოდებდა მკვლელებს და ა.შ. შემდეგ შეკრეს კოალიცია. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე. ამის გამოხატულებაა „ლელოს“ პოზიციაც.

 

როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის. რეალურად, მათ შორის ზღვარიც არის წაშლილი, ამიტომ, ეს ყველაფერი არავის უკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში თავის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner