logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საკმაოდ სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე, როცა განაცხადა, რომ კენჭს რუსთავის არჩევნებში იყრის
- +

18 თებერვალი. 2022. 16:02

 

 

„ისედაც საკმაოდ სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე, როცა განაცხადა, რომ კენჭს იყრის რუსთავის არჩევნებში. მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერამ შესაძლოა, მის შანსებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

 

„არ მგონია, მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს და როგორც ჩანს, ის ცდილობს, ყველა მხრივ ეძებოს გარკვეული მხარდაჭერა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები. თუმცა, მე არ მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევა დიდად წაეხმაროს, რადგან ერთი შეხედვით დადებითი მხარე, რომელიც აქვს ამ ოპოზიციურ მხარდაჭერას პირიქით, ნეგატიური ფაქტორი აღმოჩნდეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის, პოლიტიკურად და ელექტორალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე ტვირთია. შესაბამისად, არ მგონია, ეს ზრდიდეს მის შესაძლებლობებს, პირიქით, შეიძლება, აკნინებდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში თავის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner