logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს, ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენებს
- +

5 აგვისტო. 2016. 18:04


ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.


რამდენიმე საათში დაიწყება ბრაზილიის ოლიმპიური თამაშები! წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს, ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენებს! ოლიმპიური ჯილდოებით და ახალი სპორტული გამარჯვებებით დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში!", - წერს სოციალურ ქსელში კალაძე.


შეგახსენებთ, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან 2 პარაოლიმპიელი იასპარეზებს. გარდა პარაოლიმპიელებისა, საქართველოს პრესტიჟულ ოლიმპადაზე 39 ქართველი სპორტსმენიც წარადგენს, მათ შორის 5 გორელი. რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „მარაკანას" სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება. შოუ, ბრაზილიის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, პომპეზური და მასშტაბური არ იქნება, მაგრამ თანამედროვე სტილში იქნება გადაწყვეტილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner