logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა
- +

18 თებერვალი. 2022. 17:01

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი  ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  შოთა ბეგლარაშვილი, კასპში გენდერული თანასწორობის საბჭოს და 1325 სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე  გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდნენ - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალმ-შვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის“ ფარგლებში ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაში.

 

შეხვედრის მიზანი  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325 ლოკალიზაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობა,  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენა, კარგი პრაქტიკების გაზიარება  და მომდევნო წლებში  მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა იყო.

 

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 ლოკალიზაციის მნიშვნელობა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა Maria Victoria (Mavic) Cabrera Balleza- ქალთა მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობაზე  თეონა აქუბარდიამ - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა. პრეზენტაციები წარმოადგინეს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ, იულია ხარაშვილმა -  იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ხელმძღვანელმა, ქალთა ფონდ  „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ალა გამახარიამ. შეხვედრის მსვლელობას  უძღვებოდა და შედეგები შეაჯამა ელენე რუსეცკაიამ - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner