კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, კასპში გენდერული თანასწორობის საბჭოს და 1325 სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდნენ - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალმ-შვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის“ ფარგლებში ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაში.
შეხვედრის მიზანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325 ლოკალიზაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენა, კარგი პრაქტიკების გაზიარება და მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა იყო.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 ლოკალიზაციის მნიშვნელობა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა Maria Victoria (Mavic) Cabrera Balleza- ქალთა მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობაზე თეონა აქუბარდიამ - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა. პრეზენტაციები წარმოადგინეს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ, იულია ხარაშვილმა - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ხელმძღვანელმა, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ალა გამახარიამ. შეხვედრის მსვლელობას უძღვებოდა და შედეგები შეაჯამა ელენე რუსეცკაიამ - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.