logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოეკიდა, ყველა დაზარალდა
- +

18 თებერვალი. 2022. 18:20

 

 

„ოპოზიციის გაერთიანების იდეა - ქოლგა იქნება თუ ფანჩატური, ყოველთვის არსებობდა და ერთადერთი გზა, რაც დღეს შეარჩიეს არის დესტრუქციული ადამიანების სიმრავლე, რომლებიც დესტაბილიზაციაზე იზრუნებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოეკიდა, ყველა დაზარალდა.

 

„ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდნენ და იმსჯელონ სხვადასხვა თემაზე, არამედ სურთ სიმრავლე შექმნან, თუნდაც იმ ერთ-კაციანი პოლიტიკური პარტიებით, რომელსაც პარლამენტში ადგილებს დაჰპირდნენ, ზოგს შეუსრულეს - ზოგს ვერა.

 

ჩვენი საზოგადოება გაცილებით გაიზარდა, მათ შორის ოპოზიციურად მოაზროვნე საზოგადოება, რომ მსოფლიოში თუ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ამ გიჟობას დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner