logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, რუსეთთან კონფლიქტის მასშტაბური ესკალაციის ალბათობა დაბალია
- +

18 თებერვალი. 2022. 18:21

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტის მასშტაბური ესკალაციის ალბათობა დაბალია.

 

„ჩვენი დაზვერვა ყველა ნაბიჯს ხედავს, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის უკრაინას. ჩვენი შეფასებით, ფართომასშტაბური ესკალაციის ალბათობა დაბალია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

ალექსეი რეზნიკოვის თქმით, რუსეთმა უკრაინის გარშემო დაახლოებით 149 000 ჯარისკაცი დააგროვა და კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დამატება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner