უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტის მასშტაბური ესკალაციის ალბათობა დაბალია.
„ჩვენი დაზვერვა ყველა ნაბიჯს ხედავს, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის უკრაინას. ჩვენი შეფასებით, ფართომასშტაბური ესკალაციის ალბათობა დაბალია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ალექსეი რეზნიკოვის თქმით, რუსეთმა უკრაინის გარშემო დაახლოებით 149 000 ჯარისკაცი დააგროვა და კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დამატება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.