„ბოლო პერიოდში გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ მომხდარიყო იმ პროგრამის რეალიზაცია, რომელიც ჰქონდა, დღესაც აქვს და ხვალაც ექნება „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„რეალურად, ვითარების ანალიზი აჩვენებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ მომხდარიყო იმ პროგრამის რეალიზაცია, რომელიც ჰქონდა, დღესაც აქვს და ხვალაც ექნება „ნაცმოძრაობას“. ნიუ-იორკში ერთად აღმოჩნდნენ, ეს საქართველოდან, ის კი უკრაინიდან ჩასული და ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში აღმოჩნდნენ - ასე დაემთხვა. იქ პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად დამაზიანებელი ქმედებები - არ მგონია, რომ ადამიანი იმდენად ჩლუნგია, რომ ის არ გაეკეთებინა, რაც მაშინ გააკეთა. მელიას დაკავებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის მოთხოვნა, როცა სააკაშვილის თემა იყო აქტუალური. რაც მთავარია, არჩევნებში ასე მონაწილეობა, განსაკუთრებით თბილისის მერის არჩევნებში, რომ როგორმე „ქართულ ოცნებას“ ის ეფემერული 43% ვერ მიეღო. ეს იყო გახარიას ნაბიჯები და აბსოლუტურად ჩამოვყალიბდი მე საკითხში, რასაც ჰქვია გახარიას და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობა“, - აცხადებს ვოლსკი.