logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მკვლევარებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

18 თებერვალი. 2022. 19:56

 

 

მკვლევარებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევები:

 

„მეტი პასუხისმგებლობა თუ ინტერესის ნაკლებობა? გერმანიის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ“, „რუსეთის და ჩინეთის ვაქცინაციის დიპლომატია სამხრეთ კავკასიაში“ და „3+3 ერთის გამოკლებით: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები“.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო.

 

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ახალგაზრდა მკვლევარების მიგნებების გაზიარება. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner