საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონბასის რეგიონში ბოლო საათების განმავლობაში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
„იმ კონტექსტში, რომელშიც რუსული სამხედრო ზეწოლა არ სუსტდება, სადაც დესტაბილიზაცია იზრდება, სადაც დაბომბვები კონტაქტურ ზონაში განახლდა, ჩვენ პირველ რიგში მოვუწოდებთ ამ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისა და სწრაფი დეესკალაციისკენ. ცხადია, არის სამხედრო მოქმედებები, რომელიც გაიზარდა. ეს ქმედებები, ჩვენი აზრით, უნდა შეწყდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მიღწეულ შეთანხმებებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიერ სამხედროების გაყვანის არანაირი მტკიცებულება არ არის.