აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ირგვლივ სიტუაციასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი რუსეთისა და უკრაინის თემაზე აქტუალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.