logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი უკრაინის ირგვლივ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
- +

18 თებერვალი. 2022. 22:49

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ირგვლივ სიტუაციასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

 

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი რუსეთისა და უკრაინის თემაზე აქტუალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner