logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა
- +

18 თებერვალი. 2022. 23:09

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც დინამიურად ვითარდება.

 

აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ფასეულობებს ემყარება და ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

 

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner