logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: შენ საიქიოში არა ხარ და არც იქნები, სანამ ქართული კინო იარსებებს...
- +

18 თებერვალი. 2022. 23:48

 

 

მსახიობ გურამ ფირცხალავას დაბადების დღესთან დაკავშირებით ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გურამ, დღეს შენი დაბადების დღეა, შენ ხომ ჩემთვის სიკვდილი გააცოცხლე, მენატრები...

 

ნათელი შენ სულს, შენ საიქიოში არა ხარ და არც იქნები, სანამ ქართული კინო იარსებებს... სააქაოში ხარ, ჩემ გვერდით ყოველ დღე, ახლა კი ასე მგონია, უნდა მითხრა, კარგი ბიჭო, კარგი... გურამ, ნახვამდის...

=

ვახ, როგორ მომნატრებიხარ.

წუხილიც შემომწოლია..

შენებრ ერთგული ძმობილი,

ვხედავ, რომ არა მყოლია...

თითქოს ჩაკვდაო სიცოცხლე,

დარდმაც იმატა დარდობა,

არ მინდა არც მე სიცოცხლე...

აღარც რაი ჩანს კარგობა...“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner