logo_geo
eng_logo
უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებით, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში უკრაინის არმია და ხელისუფლება მზად არიან საკუთარი მოქალაქეები დაიცვან
- +

19 თებერვალი. 2022. 00:14

 

 

„ლუგანსკში მომხდარი პროვოკაცია პირველი არაა, რუს მებრძოლებს გამუდმებით მიაქვთ იერიში ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე და ცდილობენ ეს გამოიყენონ გაფართოებისთვის, უკრაინის დისკრედიტაციისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესების გატარებისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში უკრაინის არმია და ხელისუფლება მზად არიან საკუთარი მოქალაქეები დაიცვან.

 

„ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა, ვარაუდობთ რომ ასეთი პროვოკაციები კიდევ იქნება, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები, სამოქალაქო სამსახურები მზად არიან უკრაინის მოქალაქეების დასაცავად. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავის სხვადასხვა სცენარზე, რომელთა რეალიზებასაც ახლა ცდილობს. მოცემულ მომენტში ჩვენ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების რისკი დაბალი გვგონია, თუმცა გვესმის, რომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. ცხადია, უკრაინა ყოველთვის პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტის მომხრეა“, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner