logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სამხედრო გაძლიერებას განიხილავს
- +

19 თებერვალი. 2022. 00:29

 

 

უკრაინა-რუსეთის კრიზისის გამწვავების ფონზე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ბალტიისპირეთის ლიდერებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მათი სახელმწიფოების სამხედრო გაძლიერებას განიხილავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

 

„ჩვენ გვითხრეს, რომ განიხილავენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაძლიერების საკითხს, რადგან საფრთხეები რეაგირებას მოითხოვს როგორც ნატოს ფორმატში, ასევე ჩვენი მოკავშირე შეერთებული შტატებისგან. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მალე იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი თავდაცვის მინისტრები ვილნიუსში დეტალების განხილვას შეძლებენ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

ევროპაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში სიტყვით გამოვა. კამალა ჰარისი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner