logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის საკონსტიტუციო დონეზე განმტკიცებას მხარს უჭერს
- +

7 მარტი. 2016. 20:33



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. პრემიერმა განმარტა, რომ  აღნიშნულ საკითხს ეწინააღმდეგება "რესპუბლიკური პარტია", თუმცა მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

 

"კოალიცია "ქართული ოცნების" დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner