logo_geo
eng_logo
აშშ დონბასის რეგიონიდან ევაკუაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების საბაბად განიხილავს
- +

19 თებერვალი. 2022. 00:45

 

 

აშშ დონბასის რეგიონიდან ევაკუაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების საბაბად განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენრლმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

 

„მსგავსი განცხადებები ახალი მცდელობაა, სიცრუისა და დეზინფორმაციის მეშვეობით დაიმალოს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჭეშმარიტი აგრესორია აღნიშნულ კონფლიქტში. ზუსტად ამ სახეობის ყალბ პროვოკაციაზე საუბრობდა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

 

მანამდე უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს უკრაინა დონბასის ოკუპირებულ რაიონებზე თავდასხმას ამზადებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner