logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპაში მიმდინარე დაძაბულობა რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია
- +

19 თებერვალი. 2022. 01:43

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე დაძაბულობა რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია.

 

„დღეს ჩვენი ევროპის ცენტრში ახალი ომის საფრთხე არსებობს. რუსეთის მხრიდან ძალების გაძლიერება აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხეა უკრაინისა და ევროპაში მშვიდობის არქიტექტურისთვის. ეს არ არის უკრაინის ირგვლივ კრიზისი. ეს რუსეთის ირგვლივ კრიზისია“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ანალენა ბერბოკმა რუსეთს ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner