დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. პრემიერ მინისტრი სპეციალურ გეგმას წარადგენს რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სესიას დაესწრება სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი.
მთავრობის მეთაურს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა.