logo_geo
eng_logo
კანადის დედაქალაქში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
- +

19 თებერვალი. 2022. 11:36

 

„კანადის დედაქალაქ ოტავაში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს.

 

სამართალდამცველები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქის ქუჩები.

 

„შეწყვიტეთ უკანონო ქმედებები, დაუყოვნებლივ გაიყვანეთ საკუთარი ავტომობილები ან/და ქონება უკანონო პროტესტის ლოკაციებიდან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, დაკავებული იქნება“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

 

მანამდე უკანონო პროტესტების გამო თანამდებობა ოტავის პოლიციის უფროსმა დატოვა. აქციების მე-19 დღეს მან განაცხადა, რომ ქალაქში წესრიგის აღდგენას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, კანადურმა ბანკებმა აქციის მონაწილეთა საბანკო ანგარიშების გაყინვა დაიწყეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner