„კანადის დედაქალაქ ოტავაში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქის ქუჩები.
„შეწყვიტეთ უკანონო ქმედებები, დაუყოვნებლივ გაიყვანეთ საკუთარი ავტომობილები ან/და ქონება უკანონო პროტესტის ლოკაციებიდან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, დაკავებული იქნება“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
მანამდე უკანონო პროტესტების გამო თანამდებობა ოტავის პოლიციის უფროსმა დატოვა. აქციების მე-19 დღეს მან განაცხადა, რომ ქალაქში წესრიგის აღდგენას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, კანადურმა ბანკებმა აქციის მონაწილეთა საბანკო ანგარიშების გაყინვა დაიწყეს.