logo_geo
eng_logo
ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
- +

19 თებერვალი. 2022. 11:42

 

„დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა, ვიდრე მგზავრობის კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, - ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ, საიდანაც მუშაობას გააგრძელებენ.

 

„რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მიმდინარე კვირას კიევიდან ლვოვში საელჩოს გადატანის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner