logo_geo
eng_logo
მაკრონი ზელენსკისთან და პუტინთან მოლაპარაკებებს გეგმავს
- +

19 თებერვალი. 2022. 11:50

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს, 19 თებერვალს გეგმავს სატელეფონო ზარს უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან, ხოლო 20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტთან – ვლადიმერ პუტინთან.

 

„ჩვენი ამოცანაა – გამოვრიცხოთ ყველაზე ცუდი სცენარი. ვთვლით, რომ შესაძლებელია პუტინის დარწმუნება – არ დაესხას თავს უკრაინას“, – განაცხადეს საფრანგეთის ლიდერის კანცელარიაში.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა 7 თებერვალს  გაიმართა და 5 საათს გასტანა. მოგვიანებით მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დაურეკა. მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი პროცესის აქტივიზაციის შესახებ ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner