საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს, 19 თებერვალს გეგმავს სატელეფონო ზარს უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან, ხოლო 20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტთან – ვლადიმერ პუტინთან.
„ჩვენი ამოცანაა – გამოვრიცხოთ ყველაზე ცუდი სცენარი. ვთვლით, რომ შესაძლებელია პუტინის დარწმუნება – არ დაესხას თავს უკრაინას“, – განაცხადეს საფრანგეთის ლიდერის კანცელარიაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართა და 5 საათს გასტანა. მოგვიანებით მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დაურეკა. მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი პროცესის აქტივიზაციის შესახებ ისაუბრეს.