logo_geo
eng_logo
CNN: უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების თითქმის ნახევარი თავდასხმის პოზიციაზე იმყოფება
- +

19 თებერვალი. 2022. 11:58

 

უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების თითქმის ნახევარი თავდასხმის პოზიციაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბატალიონის დონეზე ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით 120-125-მდე გაიზარდა. ბატალიონის დონეზე ტაქტიკური ჯგუფი ჩვეულებრივ 1 000 ჯარისკაცს მოიცავს.

 

ოფიციალური პირის განცხადებით, რუსი სამხედროები აგრძელებენ ძალების გადაადგილებას საზღვრისკენ და ბოლო 48 საათის განმავლობაში, თავდასხმის პოზიციებზე მყოფი ძალების რაოდენობამ 40-50%-ს მიაღწია.

 

ამავდროულად, რუსეთმა დესტაბილიზაციაზე მიმართული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი უკრაინას დონბასში გენოციდსა და პროვოკაციებში ადანაშაულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner