უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების თითქმის ნახევარი თავდასხმის პოზიციაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბატალიონის დონეზე ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით 120-125-მდე გაიზარდა. ბატალიონის დონეზე ტაქტიკური ჯგუფი ჩვეულებრივ 1 000 ჯარისკაცს მოიცავს.
ოფიციალური პირის განცხადებით, რუსი სამხედროები აგრძელებენ ძალების გადაადგილებას საზღვრისკენ და ბოლო 48 საათის განმავლობაში, თავდასხმის პოზიციებზე მყოფი ძალების რაოდენობამ 40-50%-ს მიაღწია.
ამავდროულად, რუსეთმა დესტაბილიზაციაზე მიმართული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი უკრაინას დონბასში გენოციდსა და პროვოკაციებში ადანაშაულებს.