logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასი: ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის
- +

19 თებერვალი. 2022. 12:06

 

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის“, - ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.

 

„არა მგონია, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იყოს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

 

მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოეწონებოდა.

 

„მე მსურს, რომ რუსეთმა აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატოსთან, აშშ-თან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოხარული ვიქნებოდი, თუ რუსეთი კვლავ შეასრულებდა შეთანხმებებს, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმს ან ეუთოს შეთანხმებას. ეს ნდობასა და გამჭვირვალობას აღადგენდა“, - ამბობს ლიზ ტრასი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner