logo_geo
eng_logo
უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „ლიდერებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ ვიდეოები ორი დღით ადრე ჩაწერეს
- +

19 თებერვალი. 2022. 12:14

 

„სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის დენის პუშილინისა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის ლეონიდ პასეჩნიკის 18 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ საუბრობენ, ორი დღით ადრე - 16 თებერვალს არის ჩაწერილი“, - ინფორმაციას ამის შესახებ Bellingcat-ის წარმომადგენელი არიკ ტოლერი ავრცელებს.

 

„პასეჩნიკმა ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა, თუმცა მეტამონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ფაილი 16 თებერვალსაა შექმნილი. პუშილინის ვიდეომიმართვა ასევე 16 თებერვალსაა ჩაწერილი“, - წერს არიკ ტოლერი Twitter-ზე.

 

ამასთანავე, ვიდეოში პუშილინი ამბობს, რომ „დღეიდან, 18 თებერვლიდან, ორგანიზებულია მოსახლეობის მასობრივი, ცენტრალიზებული ევაკუაცია რუსეთში“.

 

18 თებერვალს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner