„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბურ შემოჭრას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა.
„ყველა იმ პროვოკაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია განახორციელებს და აგრეთვე, მოხდება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბურ შემოჭრას ვერ ვხედავთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მხრიდან წერტილოვანი პროვოკაციებია შესაძლებელი. ამისთვის გვაქვს შესაბამისი რეაგირება ჩვენი შეიარაღებული ძალებით“, - აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.
მისი თქმით, არის დიდი საფრთხე, რომ რუსეთის წარმომადგენლები ოკუპირებულ დონბასში პროვოკაციებს განახორციელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.